
პროგრამის სახელწოდება:
ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა განათლებისა და მეცნიერების მმართველობა და ადმინისტრირება
პროგრამის ავტორები:
რუსუდან სანაძე, ასოცირებული პროფესორი
აპოსტოლია გალანი, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
განათლების მეცნიერების დოქტორი
სწავლების ენა:
ინგლისური

სადოქტორო პროგრამა განათლებისა და მეცნიერების მმართველობა და ადმინისტრირება აკავშირებს თეორიასა და პრაქტიკას, აძლიერებს კვლევის კომპეტენციას განათლების, კვლევისა და მმართველობის პროფესიონალებისთვის. პროგრამა უზრუნველყოფს პროფესიონალების გამოცდილების ინტეგრაციას აკადემიურ სიზუსტესა და პრაქტიკულ გამოყენებასთან. პროგრამის სტუდენტები თანამშრომლობენ კვლევით ცენტრებსა და პროფესორებთან, უკავშირებენ მათ საკვლევ თემატიკას განათლებისა და ადმინისტრირებაში სოციალურ საჭიროებებს. ეს ყველაფერი კი საბოლოო სახეს იღებს ორიგინალური კვლევის ფორმით, რომელიც აუმჯობესებს და ავითარების განათლებისა და მეცნიერების მმართველობისა და ადმინისტრირების სფეროებს.
პროგრამის დასრულების შედეგად, კურსდამთავრებული ყალიბდება მაღალკვალიფიციურ მკვლევრად, რომელიც აღჭურვილია პროფესიული და ტრანსვერსული უნარებით და მზადაა დასაქმდეს აკადემიასა და მის ფარგლებს გარეთ. პროგრამის კურსდამთავრებული ხელს უწყობს დარგის განვითარებას კრიტიკული საკითხების განხილვით, ახალი მიდგომებისა და ტენდენციების დანერგვით, პოლიტიკასა და პრაქტიკაზე ზემოქმედების გზით. პროგრამის კურსდამთავრებულის კვლევას წვლილი შექავს საზოგადოების განვითარებაში საგანმანათლებლო გამოწვევებზე აქცენტირებით, ინოვაციების ხელშეწყობისა და გლობალურ დონეზე, ადამიანური კაპიტალის გაძლიერების გზით.

- მაგისტრის ხარისხი, რომლის მოპოვების წინაპირობაა სამაგისტრო ნაშრომის დაცვა;
- მაგისტრის ხარისხი განათლების დარგში ან მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში (ფორმალური ან არაფორმალური), საჯარო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე: რაც დასტურდება საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (TOEFL iBT 110; IELTS 7,0) ან უნივერსიტეტის გამოცდით. აპლიკანტი შესაძლოა გათავისუფლდეს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდიდან, თუ წინარე ხარისხი მოპოვებულია იმ პროგრამის დასრულების შემდგომ, რომელიც ოფიციალურად ისწავლებოდა ინგლისურ ენაზე;
- პოტენციურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10 ECTS/ან ექვივალენტი მოცულობის კრედიტი კვლევისა და პედაგოგიკის დარგებში სამაგისტრო ან ექვივალენტ საფეხურზე;
- კანდიდატის მიერ პროგრამის განმავლობაში შესასრულებელი საკვლევი თემის განვითარების გეგმა (1500-2000 სიტყვა).

ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს
- განათლებისა და მეცნიერების ადმინისტრირების პრინციპების, თეორიების, ისტორიული პერსპექტივებისა და ინოვაციების ღრმა ცოდნა.
- პროფესიული და კვლევის ეთიკის საფუძვლიანი გააზრება.
უნარები
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია:
- უზრუნველყოს ახალი და რთული იდეების კრიტიკული ანალიზი, შეფასება და სინთეზი.
- განავითაროს ინოვაციური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარები განათლების, კვლევისა და მეცნიერების ადმინისტრირების თანამედროვე გამოწვევების გადასაჭრელად გლობალურ დონეზე.
- კომუნიკაცია, როგორც წერილობით, ასევე, სიტყვიერად და საკუთარი კვლევის შედეგების გავრცელება.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია:
- ავტონომიურად შეიმუშაოს და ჩაატაროს კვლევა შესაბამისი სპეციალიზაციის სფეროში;
- იყოს ერთგული ეთიკური კვლევის ჩატარებისა და პასუხისმგებლიანი სამეცნიერო ადმინისტრირების პრაქტიკის, რაც უზრუნველყოფს აკადემიურ კეთილსინდისიერებასა და აკადემიური და ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართ სანდოობას.

ერთობლივი სადოქტორო პროგრამა კურსდამთავრებულებს სთავაზობს დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, აღჭურავს მათ უნარების ფართო სპექტრითა და საერთაშორისო შესაძლებლობებით, აქცევს მათ კონკურენტუნარიან კანდიდატებად სხვადასხვა პროფესიულ სფეროში. სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს განათლების დარგის ნებისმიერი ტიპის/კვლევით ან საგანმანათლებლო/სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებაში, წარმართოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროცესი ეროვნულ და განათლების საერთაშორისო სექტორში. პროგრამის კურსდამთარებულს შეუძლია დასაქმდეს ხელმძღვანელ პოზიციებზე ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში (სკოლები, უნივერსიტეტები, მუზეუმები, სამეცნიერო ფესტივალები, ტექნოლოგიური დაწესებულებები). კურსდამთავრებული შეიძლება იყოს მეცნიერებისა და განათლების პოლიტიკის ანალიტიკოსი, საერთაშორისო განათლების პოლიტიკის კონსულტანტი და სხვა.